`

სოციალური
ინიციატივა

სოციალურ ინიციატივას „რა გაწუხებთ?“ ერთობლივად ახორციელებს გლობალური ალიანსი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

გამოკითხვა

საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ, უპასუხონ კითხვებს, რომელიც უშუალოდ ეხება ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და რეფორმირებას.

თითოეულის
მოსაზრება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ და ვიცოდეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი, რადგან ნებისმიერი რეფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული, როცა ის მოსახლეობის მოთხოვნებს და მოლოდინებს პასუხობს.

აქტიური
საზოგადოება

ჩვენ არ გვჭირდება რეფორმა რეფორმისთვის. საზოგადოებამ უშუალო და აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ პროცესში, რომელიც ეხება გადაწყვეტილებებს ჯანდაცვის სფეროში.

გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ სოციალურ ინიციატივაში „რა გაწუხებთ?“ და უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს.