ჯანსაღი ცხოვრების წესი გულისხმობს აქტიურ, ჰუმანურ, კულტურულ და ცივილიზებულ ცხოვრებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და ბედნიერებასთან. ეს არის ადამიანის შემოქმედება და ქცევა, რომელიც მიმართული ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ და კეთილდღეობისთის. ქვემოთ იხილავთ იმ რამდენიმე პირობას, რომლის შესრულებაც, თქვენს ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის.
სხეულის ვარჯიში სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. რეგულარული ვარჯიში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანმრთელი სხეულისა და გონებისკენ. ვარჯიშს უთვალავი სარგებელი აქვს, მაგალითად, ალცჰეიმერის, დიაბეტის და კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკის შემცირება.
ყოველდღიურად უნდა შეეცადოთ ფიზიკურად დატვირთვას. არ არის აუცილებელი კვირაში შვიდი დღის განმავლობაში დარბაზში სიარული. უბრალოდ ეცადეთ აქტიური იყოთ მინიმუმ, დღეში 20 ან 30 წუთის განმავლობაში, სანტექნიკის ხელოსანი მაგალითად, მანქანით წასვლის ნაცვლად სადმე გასეირნების არჩევა, ლიფტის ნაცვლად კიბეებით ასვლა და ა.შ.
შეარჩიეთ ისეთი აქტივობა, რომელიც მოსახერხებელია და გესიამოვნებათ. თუ გიყვართ გასეირნება ან გყავთ ველოსიპედი, ყოველ საღამოს 30 წუთის სავალ ბილიკზე იარეთ. ასევე, შეგიძლიათ სცადოთ აერობიკის კლასები, ზუმბა, პილატესი ან მაღალი ინტენსივობის სხვა ვარჯიშები.
მიაღწიეთ იდეალურ წონას. ზედმეტმა ან ძალიან მცირე ცხიმმაც კი სხეულზე და ჯანმრთელობაზე მრავალი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია იპოვნოთ კომფორტული და შესაბამისი ბალანსი თქვენი სხეულისა და სიმაღლისთვის.
ჯანსაღი ცხოვრების დაწყებისთვის ადრეულ ეტაპზევე უნდა განსაზღვროთ ის, რასაც მიირთმევთ. თუ რაიმე არაჯანსაღ პროდუქტს იღებთ, შეეცადეთ ცვლილებები შეიტანოთ თქვენს დიეტაში. გააკონტროლეთ კალორიები, რომლებსაც საკვების საშუალებით იღებთ. ქალებს დღეში 1,800-დან 2000 კალორიამდე სჭირდებათ. მამაკაცებს კი დაახლოებით 2,400 – დან 2600 – მდე. თუმცა, თუ უფრო აქტიური ხართ, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო მეტი კალორიის მიღებაც.
არ გამოტოვოთ დილის საუზმე. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმეზე უარს ამბობენ, ან დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებენ ჭამას, დღის განმავლობაში მუდმივად შიმშილის გრძნობა აწუხებთ. ასე რომ, მადის შესაჩერებლად, არ გამოტოვოთ საუზმე. ზოგიერთი ადამიანები საუზმეზე იღებს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა დონატები, ვაფლები ან მარცვლეული, რომელიც მაღალი კალორიით გამოირჩევა. ამ ტიპის საუზმე დიდხანს არ გეყოფათ. ამის ნაცვლად, შეარჩიეთ ცილები, როგორიცაა კვერცხი ან იოგურტი ხილით, უცხიმო რძე, ფორთოხლის წვენი, ჩაი ან შავი ყავა (თუმცა, თავიდან აირიდეთ მოჭარბებული რაოდენობის შაქარი და ნაღები).
მიუხედავად იმისა, რომ წყალი ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა, ადამიანების უმეტესობა არ მოიხმარს საკმარის რაოდენობის წყალს მთელი დღის განმავლობაში. მეტი წყლის დალევა დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და შეამცირებს დაღლილობას, შიმშილის გრძნობას და გაუწყლოების სხვადასხვა სიმპტომებს.
გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა, რომ დღეში რვა ჭიქა წყალი უნდა დალიოთ. წყლის რაოდენობა, რომელიც თითოეულ ადამიანს დღეში სჭირდება, მერყეობს სხეულის ზომაზე, აქტივობის დონესა და კლიმატის მიხედვით. ზოგადად, რომ გამოვთვალოთ რამდენი წყალი სჭირდება თქვენს სხეულს, გაყავით თქვენი წონა ნახევარზე. გარდა თქვენი წონისა, წყლის ყოველდღიური რაოდენობა დამოკიდებულია კლიმატზე, სადაც ცხოვრობთ.
შეცვალეთ შაქრიანი სასმელები. სოდა, წვენი ან ალკოჰოლური სასმელები მძიმეა და მეტ კალორიასა და შაქარს შეიცავს, ამიტომ მათი ხშირი მიღება უნდა აიკრძალოს, თუ გსურთ რომ ჯანმრთელი იყოთ. იმ შემთხვევაში, თუ არ გსიამოვნებთ უბრალო წყლის გემო, დალიეთ კოფეინირებული ჩაი ან გაურიეთ 100%-ანი წვენი ოდნავ თქვენს წყალში. ასევე შეგიძლიათ გრაფინში ჩაასხათ წყალი, ჩაყაროთ ყინულის კუბიკები, ჩაყაროთ ხილი ან თუნდაც მწვანილი, როგორიცაა როზმარინი ან პიტნა, რის შედეგადაც მიიღებთ არსებითად ზომიერ მცენარეულ ჩაის.
დაანებეთ თავი მოწევას, თუ კი ეწევით. მოწევა პირდაპირ კავშირშია ფილტვისა და კიბოს, გულის დაავადებების, ინსულტის, ყელის, პანკრეასის და ბუშტის კიბოსთან. შეუძლებელია იყოთ ჭეშმარიტად ჯანმრთელი ადამიანი, როდესაც მოწევას თავს არ ანებებთ.
დაანებეთ თავი ალკოჰოლური სასმელის დალევას. ალკოჰოლური სასმელი იწვევს ბევრ უარყოფით გავლენას თქვენს მთლიან ჯანმრთელობაზე. თქვენ უნდა შეეცადოთ მხოლოდ ზომიერად და იშვიათად დალიოთ. ერთი ღამით სამზე მეტ ჩიქა სასმელს ნუ დალევთ, განსაკუთრებით რეგულარულად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა, მათ შორის კიბო, გულის უკმარისობა და ინსულტი.
იფიქრეთ პოზიტიურად. რთულ სიტუაციებშიც კი დადებითზე ფოკუსირდით, ვიდრე უარყოფითზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, ვინც დადებითად ფიქრობენ, შეუძლიათ გაუმკლავდნენ დაავადებებს, როგორიცაა გულის დაავადება. განათავისუფლეთ გონება შეშფოთებული აზრებისგან. სტრესმა და შფოთვამ შეიძლება იმოქმედოს არა მხოლოდ თქვენს გონებრივ კეთილდღეობაზე, არამედ ზოგადად ჯანმრთელობაზეც.
ნერვიულობას შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ეცადეთ გააკონტროლოთ ინტრუზიული, შფოთვითი აზრები და გონება გაათავისუფლოთ მუდმივად დაძაბული ფიქრებისგან. დაუპირისპირდით თქვენს შფოთვას, ნება მიეცით საკუთარ თავს იფიქროს იმაზე, თუ რა გაწუხებთ, დაადგინეთ, რამდენად აკონტროლებთ სიტუაციას და შემდეგ დაიწყეთ გამოსწორების გზაზე ფიქრი. თუ შემაშფოთებელი აზრების გაკონტროლებისას ქრონიკული პრობლემები გაქვთ, სჯობს თერაპევტს მიმართოთ, რადგან შეიძლება გქონდეთ შფოთვითი აშლილობა.