დღესდღეობით მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშის, მკვეთრად გამოხატულია თანამედროვე, 21-ე საუკუნის ადამიანის ჯანმრთელობის რამდენიმე ძირითადი მტერი, ეს არის ჰიპოდინამია (ანუ უმოძრაობა), დეპრესია, უძილობა და ზოგადად, ცხოვრების საზრისის დაკარგვა.
ამ არასრულ სიას ასევე ემატება სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც ძალიან დიდ და ამავდროულად ცუდ გავლენას ახდენს ადამიანზე და მის ცხოვრების სტილზე.
დღითიდღე ადამიანი დამოკიდებული ხდება ტექნოლოგიაზე, რაც უმოძრაობის პირველი და მთავარი გამომწვევი მიზეზია. სწრაფი კვების ობიექტების გახსნამ, ადამიანები ბევრ გემრიელ, მაგრამ ჯანმრთელობისთვის არასასურველი საკვების მიღებას მიაჩვია, ინტერნეტმა გააზარმაცა ადამიანები, ნაკლებად მოძრაობსდა დასჩემდა კიდევ მრავალი მავნე ჩვევა.
ამ სურათის ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე ადამიანი ხშირად უჩივის ჯანმრთელობის პრობლემებს, წონას, მოდუნებულია, ენერგია არ აქვს, ცვალებადი ხასიათი გაუხდა და დაავადმყოფდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან და სასარგებლო რჩევას, რომელიც დაგვეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესისა (jansagi cxovrebis wesi) და სწორი კვების (swori kveba) ფორმულირებაში, მათი რჩევით, საჭიროა:
2019 წელს საქართველოში ჩატარდა გამოკვლევა, რომელშიც გამოვლინდა თუ რაოდენ მავნე ნივთიერებებს იღებენ ადამიანები, განსაკუთრებით კი მოზარი მოსწავლეები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ:
როგორც ჩანს, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია დაიწყოს მცირე ასაკის ბავშვებშიც კი, რათა დროულად მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების სტილის და სწორი კვების დამკვიდრება ჩვენს საზოგადოებაში.
ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ქცევა, რომლის თანახმადაც, ადამიანი უარს ამბობს მავნე ნივთიერებების მიღებაზე (ბევრი დაბადების დღის ტორტები ტკბილეული, ცხიმი, შემწვარი/შებოლილი/კონსერვირებული საკვები, ა.შ.) და ასევე უარს ამბობს მავნე ჩვევებზე (ძილის დარღვევა, უმოძრაობა, ინტერნეტდამოკიდებულება, ა.შ.), რაც საბოლოო ჯამში დადებით გავლენას ახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე.
იმისათვის, რომ დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის თანახმად ცხოვრება, პირველი რიგში უნდა მივეჩვიოთ მეტი მწვანე პროდუქტის მიღებას და სწრაფი კვების საკვებზე უარის თქმას. ასევე, უნდა დავარეგულიროთ ძილი, მივეჩვიოთ მედიტაციას, ვარჯიშს და ვეცადოთ ნაკლებად ვინერვიულოთ, დეპრესიისა და სტრესის პრევენციისთვის.
ნაბიჯი 1 - მიირთვით მზა საკვები, რაც შეიძლება ხშირად.
თქვენი დიეტა უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისგან, ხილისგან, მჭლე ხორცისგან (როგორიცაა ქათმის და ინდაურის) და მარცვლეულისგან. დარწმუნდით, რომ კვების დროს იღებთ საჭირო რაოდენობის შესვენებას, რათა ხელი შეუწყოთ საკვების გადამუშავების პროცესს.
გახსოვდეთ, რომ ბალანსი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ნუ გადატვირთავთ სხეულს გადაჭარბებული რაოდენობის პროციების მიღებით, რამდენად სასარგებლო პროდუქტსაც არ უნდა იღებდეთ, ჭარბი რაოდენობა ყოველთვის საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
ნაბიჯი 2 - იარეთ მეტი, განსაკუთრებით ჰაერზე.
დროდადრო სამუშაოდან შესვენების აღება და გარეთ, სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რუტინულ ჩვევად უნდა აქციოთ.
იარეთ ფეხით, რაც შეიძლება მეტი, ამ დროს კალორიები იწვება მიღებული საკვები ცხიმებად არ გადაიქცევა, რაც ხელს შეუწყობს თქვენი სხეული ფორმაში იყოს და თავს დაიზღვევთ წონის მომატებისგან.
ნაბიჯი 3 - შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება.
რეკომენდირებულია ალკოჰოლური სასმელის კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიღება. თუმცა, სასმელის მიღების დროს უნდა გაითვალისწინოთ ჭიქის ზომაც, თუ ერთხელ დალევთ და ძალიან ბევრს, მაშინ ასე შედეგს ვერ მიაღწევთ. ეს განსაკუთრებით საუკეთესო ნაბიჯი იქნება თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობისთვის.
ნაბიჯი 4 - მოერიდეთ ნეგატივს და ისეთ გარემოში ყოფნას, რომელიც გთრგუნავთ და უარყოფით ემოციებს იწვევს თქვენში. დარჩით ყოველთვის პოზიტიური და ოპტიმისტური (მაშინაც კი, როდესაც ეს ყველაზე რთულია) და თქვენ ნახავთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა თქვენს ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ სტრესი და ნერვიულობა უძილობას იწვევს, რაც საბოლოოდ ჯანმრთელობაზე აისახება.
ნაბიჯი 5 - შეამცირეთ ტექნოლოგიების გამოყენების დრო.
რთულია უარი თქვა ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რადგან დღესდღეობით თითქმის ყველაფერს ჩვენს ტელეფონებზე, სმარტფონებზე და კომპიუტერებზე ვაკეთებთ, ისე რომ ინტერნეტისგან შესვენება შეიძლება შეუძლებელიც კი ჩანდეს, მაგრამ მაინც სცადეთ დროის შემცირება და გახსოვდეთ, რომ მას შეუძლია გააუმჯობესოს და მოაწესრიგოს თქვენი ძილი.
ნაბიჯი 6 - ივარჯიშეთ და სხეული ფიზიკურად დატვირთეთ.
ვარჯიში დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში, ასევე მოგმატებთ ენერგიას, გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას და ამასთან, დაგეხმარებათ კარგ ფორმაში იყოს თქვენი სხეული.
თუ დრო არ გაქვთ დარბაზებში სასიარულოდ, ეს პრობლემა არ არის, რადგან შეგიძლიათ იაროთ ლაშქრობებზე, ისეირნოთ პარკში, დაკავდეთ სპორტით, იაროთ ველოსიპედით ან/და დაეუფლოთ იოგიას.