როგორ უნდა დავლიოთ წყალი სწორად(rogor unda davliot wyali sworad)

სვამთ თუ არა ყოველდღიურად 8 ჭიქა წყალს? თუ არა, მაშინ ახლა კარგი დროა რომ დაიწყოთ. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ რატომ არის წყლის მიღება ასე აუცილებელი ჯანმრთელობისთვის და ამავდროულად, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ უნდა დავლიოთ წყალი სწორად.

ხშირად წყლის არ მიღება, იწვევს გაუწყლოებას, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის შრომის უნარზე. ზომიერი გაუწყლოებაც კი უარყოფითად მოქმედებს, კონცენტრაციის უნარსა და განწყობზე. ამიტომ, ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, საუკეთსო საშუალებაა წყლის დალევა.

ზოგადად, წყალი ეს არის მძიმე, რბილი, ცივი, მკვრივი და შეკრული სითხე, რომელიც აერთიანებს მოლეკულებს. წყალი ქიმიური ენერგიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უნივერსალური ქიმიური გამხსნელია. სხეულში წყალი არსებობს შემდეგი ფორმებით, როგორიცაა პროტოპლაზმა, ციტოპლაზმა, შრატი, ნეეწყვი, ცხვირის გამონადენი, ცერებროსპინალური სითხე, შარდი და ოფლი.

ამიტომ აუცილებელია ორგანიზზმა საჭირო დოზით შეიწოს და მიიღოს წყალი სხეულის სხვადასხვა უჯრედის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. წყლის გარეშე, ჩვენი ორგანიზმის უჯრედები რემონტი ვერ გადარჩებიან. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ადამიანის სიცოცხლისთვის, არსებობს რამდენიმე სასარგებლო რჩევა წყლის დალევასთან დაკავშირებით.

სასურველია წყლის დალევა დამჯდარ მდგომარეობაში

ზოგადი რჩევაა ყოველთვის ისხდეთ და ისე დალიოთ წყალი, ვიდრე დამდგარი იყოთ. როდესაც ადამიანი დგას და ისე სვამს წყალს ამ დროს ირღვევა სითხეების წონასწორობა ორგანიზმში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სახსრებში სითხეების ჭარბი რაოდენობით დაგროვება, რაც იწვევს ართრიტს.

დამჯდარ მდგომარეობაში წყლის დალევით თქვენი კუნთები და ნერვული სისტემა გაცილებით უფრო მოდუნებულია და ეხმარება ნერვებს საჭმლისა და სხვა სითხეების ადვილად მონელებაში. თქვენს თირკმელებში ასეთივე ტემპით მიმდინარეობს ფილტრაციის პროცესი.

მოერიდეთ წყლის ერთიანად დალევას

მოერიდეთ ერთი დიდი ამოსუნთქვით წყლის დიდი ოდენობით დალევას, უმჯობესია ამოისუნთქოთ და შემდეგ დალიოთ წყლის მეორე ნაცევარი, ან გაწეროთ იგი (თუ დიდი რაოდენობითაა) მთელი დღის განმავლობაში. ეს ასევე ეხება თქვენი კვების დროსაც.

რეკომენდირებულია ჭამის შემდეგ, დაახლოებით ერთი საათის ინტერვალით მიიღოთ წყალი. ეს ხელს შეუწყობს საკვების უკეთესად მონელებას. თუმცა, ზოგიერთი ადამიანს, ვისაც სურს წონაში დაკლება, სჯობს წყალი ჭამის წინ მიიღონ, რადგან ეს მათ დაეხმარება წონის ადვილად დაკლებაში.

დალიეთ ოთახის ტემპერატურის წყალი, თბილი კიდევ უფრო უკეთესია ორგანიზმისთვის

მოერიდეთ ყინულიან და მაცივრის გაცივებულ წყალს, რადგან იგი ხელს უშლის საჭმლის მონელების მიმდინარე პროცესს. ცივი წყალი ამცირებს სხეულის სხვადასხვა ორგანოების სისხლით მომარაგებასაც, რაც კიდევ უფრო იწვევს კონსიპაციას (კუჭში შეკრულობა).

ნელთბილი წყლის დალევა კი დაგეხმარებათ საჭმლის სწორად მონელებაში და მეტაბოლიზმში, რაც ხელს შეუწყობს წონის დაკლებასაც, ვინაიდან თბილი წყალი ამსუფუქებს გაბერილობას და ტკივილს მუცლის არეში. გარდა ამისა, ნელთბილი წყალი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის კონტროლს და არტერიების სისუფთავესაც.

დალიეთ წყალი მხოლოდ მაშინ, როდესაც გწყურიათ

თქვენი სხეული სხვადასხვა სახის სიგნალებს გზავნის თქვენთან, როდესაც მას წყალი ესაჭიროება, ამიტომ რეკომენდირებულია წყლის დალევა მხოლოდ მაშინ, როდესაც წყურვილს გრძნობთ. ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა სხეული, აგებულება და ორგანიზმში პროცესები განსხვავებულად მიმდინარეობს.

ამიტომ, ერთი და იგივე წყლის რაოდენობის დალევა ერთსა და იმავე სიხშირით ყველასთვის ერთი არ შეიძლება იყოს. როგორც ცნობილია, ადამიანის სხეული ვერ იწოვს ზედმეტ წყალს, ამიტომ აუცილებელია იცოდეთ თქვენი სხეულის წყურვილის მანიშნებელი სიგნალები.

იცოდეთ ინდიკატორები, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი გაძლევთ, როდესაც წყალი ესაჭიროება

თქვენი სხეული გაძლევთ მითითებებს, რათა გაცნობოთ, რომ მას წყალი სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორი არის, შარდის ფერი. მაგალითად, მუქი, ყვითელი ფერი შეიძლება მიუთითებდეს დეჰიდრატაციაზე, ხოლო საკმაოდ მკაფიო ან/და ჩალისფერი შარდის ფერი ჰიდრატირებული და გაჯანსაღებული სხეულის ნიშანია.

სხვა დეჰიდრატირებული სხეულის ინდიკატორებს შორის არის დამშრალი, დაფარული ტუჩები. ყურადღება მიაქციეთ ამგვარ ნიშნებს, რადგან ეს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემად გადაიქცეს.

დილა დაიწყეთ წყლის დალევით

დილის წყლის დალევით დაწყება არის ჯანსაღი ჩვევა, რადგან ეს ხელს უწყობს ორგანიზმში მრავალი დაავადების თავიდან არიდებას. დილით წყლის დალევა ხელს უწყობს ორგანიზმში ყველა ტოქსინების განადგურებას და ასუფთავებს თქვენს ნაწლავებს. რეკომენდებულია ღამით ექვსიდან რვა საათის განმავლობაში ხანგრძლივი პერიოდის ძილი, რა დროის გასვლის შემდეგაც საჭიროა წყლის მიღება. ამიტომ, ერთი ან ორი ჭიქა წყლის დალევა კარგი იდეაა როდესაც გაიღვიძებთ, ვინაიდან ეს საუკეთესო საშუალებაა თქვენი სხეულის სწრაფად დატენიანებისა და აღდგენისთვის.

სასმელი წყალი შეინახეთ ვერცხლის ან/და სპილენძის ჭურჭელში

ზოგადი რჩევაა სასმელი წყლის სპილენძის ან/და ვერცხლის ჭურჭელში (გრაფინაში) შენახული წყლის დალევა. ამ ტიპის ჭურჭელში არსებულ წყალს აქვს დაბალანსებული დოზა, რადგან სპილენძს აქვს მრავალი ანტიოქსიდანტი და ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ხელს უწყობს სხეულის იმუნური სისტემის გაძლიერებას. მას ასევე აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები.

რაც შეეხება ვერცხლის ჭურჭელში არსებულ წყალს, მას შეუძლია სხეულიდან თავისუფალი რადიკალების ამოღება და იძლევა გამაგრილებელ ეფექტს ნაწლავებში, რითაც იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

მეტი ინფორმაცია

ჯანსაღი კვება (jansagi kveba)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანმრთელობას განმარტავს, როგორც ჯანსაღ ფიზიკურ, სოციალურ და სულიერ მდგომარეობას, რომელიც შენარჩუნება და განვითარება თითოეული ადამიანისთვის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. ამ სტატიაში მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომელიც მოიცავს ჯანსაღი კვების საფუძვლებს და დაგეხმარებათ თქვენივე ჯანმრთელობის უზურნველსაყოფად უკეთესი არჩევანის გაკეთებაში. ზოგადად ჯანსაღი დიეტის გასაღები არის კალორიების სწორად მიღება და სწორი კვება, ასევე საჭიროა ფიზიკური აქტიურობა. თუ თქვენ ჭამთ ან სვამთ იმაზე მეტს, ვიდრე თქვენს სხეულს სჭირდება, წონაში მოიმატებთ, რადგან ენერგია, რომელსაც არ იყენებთ, ცხიმად იქცევა. ხოლო,